თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
Wednesday, March 25, 2015
ელექტრონული რევოლუცია
XX საუკუნეში
ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა
და ცხოვრების წესი შეგვიცვალა. წინათ
ინფორმაცია ქაღალდზე - წიგნებში, გაზეთებსა თუ ჟურნალებში
ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები. XX
საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა
გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი
ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ.
40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება
მანქანას" მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
1958 წელს მიკროსქემა - ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის
სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და
თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.
მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი
კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი
მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს
ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო
გვერდს გიჩვენებთ.
პრაქტიკულად, კომპიუტერი გამოიყენება თანამედროვე ადამიანის საქმიანობის ყველა
სფეროში. იყო პირველი მთავარი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი. ის
იყო
პირველი ციფრული კომპიუტერი რომელსაც შეეძლო გადაეჭრა უმეტესი საგამოთვლო პრობლემები. ENIAC შექმნეს ამერიკული არტილერიისთვის
და
ბალისტიკური ლაბორატორიისთვის,
ის
პირველად გამოყენებული იქნა წყალბადის ბომბის გამოსათვლელად. პირველად ფართო საზოგადოებამ ENIAC შესახებ 1946 წელს შეიტყო. მას გაზეთში მოიხსენიებდნენ
გოლიათ ტვინად. ის გამორჩეული იყო
სიჩქარით. მისი სიჩქარე 1000–ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ელექტრო-მექანიკური მანქანები
Subscribe to:
Posts (Atom)